„საქართველოში ისევე რომ ჰყვაოდეს, როგორც ბრჭყვიალებს ყვავილების ბიზნესი, ძალიან კარგი იქნებოდა“ - ასე აფასებს ყვავილების ბიზნესს „ამელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუკა-ბარბარე ჩოხელი, რომლის კომპანიაც, ბაზრის მოცვის თვალსაზრისით, თავისუფლად შეიძლება ითქვას მოწინავე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით ადვილად
დასაწყები ბიზნესია, მაგრამ ამელის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია. „ამელიმ“ წარმატებულ ბიზნეს საქმიანობამდე მისაღწევად, საკმაოდ რთული 6 წელი გამოიარა და სამომავლო გეგმებიც ფართომასშტაბიანი აქვს.
ნუკა-ბარბარე ჩოხელი - "ამელის" დამფუძნებელი