Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Myway Airlines პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს მიმართავს

BM.GE
07.12.21 18:22
522
ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას წერილით მიმართავს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან არსებული სადავო საკითხით დაინტერებისკენ მოუწოდებს. კომპანია მთავრობის წევრებს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს და განმარტავს, რომ საკითხი, რაზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა. „მაივეი ეარლაინს“-ის განცხადებით, კომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა - გადაზიდვის მოწმობის გაუქმება და ერთდღიანი დაყოვნებაც კი, 100 000 დოლარის ოდენობის ზარალს გამოიწვევს, რაც მოკლე პერიოდში ავიაკომპანიის გაკოტრებას ნიშნავს.

სტუმარი: თამარ მამფორია - MyWay Airlines-ისიურისტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day