Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მზად არის თუ არა სახელმწიფო სათამაშო ბიზნესის შეზღუდვისთვის?

BM.GE
21.02.22 10:12
351
ერთ კვირაში, გასული წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონის მიხედვით "აკრძალულ" და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას და ამუშავდეს. 

წლის ბოლოს ნაჩქარევად განხილული ა მირებული კანონის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება მთავრობის ნორმატიული აქტით.

ამავე კანონის მე-3 მუხლი მიხედვით, მთავრობამ და ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. მზად არის თუ არა სახელმწიფო მის მიერვე შექმნილი შეზღუდვის ამუშავება გაკონტროლებისათვის, რა და როგორ შეიძლება კერძო სექტორმა მართოს და რა შეთავაზება აქვს ბიზნესს სახელმწიფოსთვის? 

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.


Subscribe to our news

Get the main news of the day