Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მზის ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება - რა ტენდენციაა საქართველოში?

BM.GE
02.05.22 16:53
306
მზისა და ქარის ენერგია - ეს ელექტროენერგიის წარმოების განახლებადი წყაროებია ჰიდროენერგიასთან ერთად, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში ინტერესი იზრდება. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, ბოლო 10 წელიწადში მსოფლიოში განახლებადი ენერგიის გენერაცია 2-ჯერ გაიზარდა. ჰიდროენერგიას მსოფლიოს განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე დიდი - 40 % უკავია, მზის ენერგიას - 28%, ხოლო ქარის ენერგიას - 27%. გასულ წელს მსოფლიოში 257 გიგავატის განახლებადი ენერგიის სიმძლავრეები დაემატა, საიდანაც უშუალოდ მზის ენერგიაზე თითქმის ნახევარი მოდიოდა. მზის ენერგია პოპულარობას ნელ-ნელა საქართველოშიც იკრებს. არაერთი ბიზნესი აყენებს მზის პანელებს საკუთარ საწარმოზე, რითიც კომუნალურ გადასახადებს ზოგავს. თუმცა მზის პანელების დამონტაჟება არც ისე იაფი ჯდება. როგორია ტენდენციები ქართულ ბიზნესში და რამდენად ინტერესდება მოსახლეობა მზის ენერგიის დამონტაჟებით?

სტუმარი: თორნიკე დარჯანია - "ჰელიოს ენერჯი"-ს დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day