Home
Category
TV Live Menu

"ნაბეღლავი": არ გვინდა, რომ ლარის კურსის გამო, პროდუქციის ფასები გავზარდოთ

5a0029db05882
სალომე მეცხვარიშვილი
06.11.17 14:07
1614
კომპანია "ნაბეღლავის" დამფუძნებლის ავთანდილ სვიმონიშვილის ვარაუდით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,50-ზე დასტაბილურდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა "საქმის კურსს" განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ ნიშნულზე აქვს დაგეგმილი და დიდი ალბათობით, ლარიც ამ მაჩვენებელზე გაჩერდება.

ავთანდილ სვიმონიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურება "ნაბეღლავისთვის" ძალიან მტკივნეულია, რამდენადაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

"არ გვინდა, რომ პროდუქციის ფასები გავზარდოთ, გვესმის რა დღეშია ჩვენი მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ეს კომპანიას ძალიან ურტყამს. თან ამჟამად სესხები აღებული გვაქვს ვალუტაში. ყოველდღიურად რაღაც თანხა იკარგება",- აცხადებს ბიზნესმენი.

Subscribe to our news

Get the main news of the day