Home
Category
TV Live Menu

"ნაბეღლავი" სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავიდა

5809bb7a6dfdd
სალომე მეცხვარიშვილი
21.10.16 13:22
1724
"ნაბეღლავი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ქართული მინერალური წყალი ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში გავიდა. კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ დაინტერესება თავად კორეული მხარისგან წამოვიდა და პირველი პარტია ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის პერმანენტული მიწოდება, რადგანაც ამ ეტაპზე ქართული მინერალურ წყალს კორეელ მომხმარებელს აცნობენ. ჩიქოვანის განმარტებით, კორეაში ქართული პროდუქცია ნაკლებად არის ცნობილი, ამიტომ იქ თავის დამკვიდრებას გარკვეული დრო სჭირდება.

რაც შეეხება სხვა ბაზრებს, კომპანიის ექსპორტის მენეჯერის განცხადებით, „ნაბეღლავი“ ყველა მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბარზებზე. ამ ეტაპისთვის კი სამუშაოები 25 ქვეყანაში მიმდინარეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day