„საქმის კურსმა“ მიმართა მერიას კითხვით, ქუჩის საფეხმავლოდ გამოცხადების მიზეზი მისი ტურისტული დანიშნულება თუ შენობების დანგრევის საფრთხე იყო, - მერიაში კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ. რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა ძველ თბილისში მდებარე ქუჩების რეაბილიტაცია ან ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, - მერიაში ამბობენ რომ 2017 წელს, აღნიშნული დაგეგმილი არაა.
კალისტრატე ცინცაძის ერთ-ერთ პარალელურ, - ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სახლი იმდენად ავარიულია, რომ რამდენიმე წლის წინ მერიამ სახლში მცხოვრები ოჯახი გამოასხლა, - მათ მერია უკვე რამდენიმე წელია ქირის თანხას უხდის, თუმცა სამსართულიანი ავარიული შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა, კვლავ ვერცხლის ქუჩაზე დგას.
























ფოტო: სალომე ჭიპაშვილი