Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნარჩენების მართვის რეფორმა - ქვეყანაში გადამმუშავებელი საწარმოების სიმცირეა

BM.GE
15.11.22 18:50
146
მყარი ნარჩენების მართვა საქართველოსთვის ისევ გამოწვევად რჩება. არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე დღეს პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა, სადაც სწორედ ნარჩენების ეფექტიანი მართვის საკითხი განიხილეს. როგორ მართავს საქართველო ნარჩენებს და რამდენად იცავს კანონს? ბიზნესი ამბობს, რომ ქვეყანაში ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელზეც მუშაობა წლების წინ დაიწყო იგვიანებს.