Home
Category
TV Live Menu

"ნარჩენების ტრანსპორტირების წესის" რეგლამენტის ამოქმედება ერთი წლით გადაიდო

588b12f4820c6
სალომე მეცხვარიშვილი
27.01.17 15:03
1132
"ნარჩენების ტრანსპორტირების წესის" რეგლამენტის ამოქმედება ერთი წლით გადაიდო. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო.

რეგლამენტი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა, მისი ამოქმედება ზუსტად ერთი წლით, 2018 წლის პირველ თებერვლამდე გადაიდო. რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, უცნობია.

რეგლამენტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების, კონტეინერისა და სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი მძღოლის გამოცდილებისადმი.

მაგალითად, ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია: უზრუნველყოს იმ სატრანსპორტო საშუალების გაგრილება, რომელიც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ნარჩენების ტრანსპორტირებას ახორციელებს; უზრუნველყოს წყლისადმი მგრძნობიარე ნარჩენების სათანადო დაცვა ატმოსფერული ნალექისგან; უზრუნველყოს ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით ერთმანეთთან შეუთავსებელი ნარჩენების ტრანსპორტირების თავიდან აცილება;

რეგლამენტით, სახიფათო ნარჩენების გადამზიდავ მძღოლს მოეთხოვება მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მძღოლმა უნდა იცოდეს: ა) ზოგადი მოთხოვნები სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის მიმართ და თავისი მოვალეობები; ბ) საფრთხის ძირითადი სახეები; გ) სხვადასხვა სახის საფრთხის შესაბამისი პრევენციული და უსაფრთხოების ზომები; დ) საშიშროების ნიშნები და ტვირთის მარკირება და ა.შ.

ამასთან, ნარჩენების გადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს მძღოლის რეგულარული გადამზადება.

Subscribe to our news

Get the main news of the day