Home
Category
TV Live Menu

NASA-მ სამეცნიერო ნაშრომები უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა

58076a9bae172
BM.GE
19.10.16 16:42
1634
NASA-მ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომებისთვის ახალი ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნა, რომელიც ყველა მსურველისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია. გამოცემა futurism-ის ცნობით, NASA-ს გადაწყვეტილების მიზეზი მომხმარებლის მეცნიერებით, ინჟინერიითა და ინოვაციით დაინტერესებაა.

ერთადერთი გამონაკლისი შეეხება იმ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც პერსონალური ცხოვრების დეტალებს და პერსონალურ პატენტებს ეხება.

"ყველა მსურველს დედამიწის და კოსმოსის ჩვენთან ერთად შესასწავლად ვეპატიჟებით", - ვკითხულობთ NASA-ს პრესრელიზში.

პორტალზე nasa.gov იმ სამეცნიერო პუბლიკაციების ნახვა იქნება შესაძლებელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დაიბეჭდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day