Home
Category
TV Live Menu

NASA მარსზე კარტოფილის მოყვანას გეგმავს

567cf78cc8d1d
BM.GE
25.12.15 11:57
1429
NASA-ს მეცნიერები და პერუს საერთაშორისო კარტოფილის ცენტრი CIP, კარტოფილის მოყვანას მარსის მსგავს პირობებში იწყებს. პროექტის მიზანი წითელ პლანეტაზე მეურნეობის წარმოებაა.
 
მეცნიერების ჯგუფი ლაბორატორიაში მარსის მსგავს ავტმოსფერულ პირობებს შექმნის, რისთვისაც წითელ პლანეტაზე აღმოჩენილ ნიადაგსაც გამოიყენებს. მარსის ატმოსფეროს 95 პროცენტი ნახშირორჟანგია, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კარტოფილის თესლი მასში უკეთ გაიზრდება.
 
„ადამიანებისთვის საკვების კოსმოსში მოყვანა ძალიან მალე რეალობად იქცევა“, - განაცხადა NASA-ს მეცნიერმა კრის მაკკეიმ.

CNBC-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანი დედამიწაზე სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day