Home
Category
TV Live Menu

ნატა ფერაძე პარლამენტს: თუ m2-ის ინიციატივის განხილვას არ შეწყვეტთ, მიიღებთ დიდ მწვანე რევოლუციას

5859074675a7d
BM.GE
20.12.16 14:14
1129
პარტიზანული მებაღეობა პარლამენტში მ2-ის ინიციატივის განხილვის შეწყვეტას ითხოვს. როგორც დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ნატა ფერაძემ განაცხადა, თუკი პარლამენტი საკიტხის განხილვას არ შეწყვეტს პარტიზანული მებაღეობა საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

"ჩვენი მოთხოვნაა, რომ დღეს ეს წერილი გადაიდოს, დეველოპერებთან ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ საკითხი. ცალკე დეველოპერები, ცალკე პარლამენტი მიიღებს დიდ საპროტესტო ტალღას.

დღეს თუ ეს მსვლელობას გააგრძელებს, ჩვენ შორის დიალოგი არ იქნება, იქნება დიდი მწვანე რევოლუცია. მე მსურს ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება. თქვენ ამახინჯებთ კანონებს“, - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მ2 კანონდმებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს და სპეციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. კომპანიას მიაჩნია, რომ დაავადებული, გარემოსთვის საფრთხის შემცველი ხეების მოჭრაში ფულის გადახდა აბსურდია. კომპანია დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day