Home
Category
TV Live Menu

ნატა კვანტალიანი თბილისის ზღვაზე "ნატალი სითის" ააშენებს

58d6a07646c37
BM.GE
26.03.17 12:00
2252
250 ვილა, ხის ეკოლოგიურად სუფთა სახლები, VIP დასახლებები , სკოლები, ბაღები -  "ნატალი სითის" დეტალებზე პირველად ბიზნესმენი "საქმის კურსთან" საუბრობს და ევროპული ტიპის პატარა ქალაქის მშენებლობას აანონსებს. მისი თქმით, 13 ჰექტარ ტერიტორიაზე მშენებლობები მას შემდეგ დაიწყება, რაც მერიისგან კომპანია საბოლოო ნებართვას მიიღებს.

"სპეციალურად ამ პროექტისთვის კომპანია "ნატალი სითი" დავაარსე, ახლა ველოდები ნებართვებს და მშენებლობებს დავიწყებ, ეს იქნება ევროპული პატარა ქალაქი",-აცხადებს კვანტალიანი.

ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5- სართულიანი სახლების მშენებლობაც. ბიზნესმენის განმარტებით, ნატალი სითიში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ აშენებული და მზა საცხოვრებელი ფართების შეძენა, არამედ მიწის ნაკვეთის შეძენა და სურვილისამებრ დაპროექტება.

Subscribe to our news

Get the main news of the day