ნავთობის ფასების გამო, კანადის ეკონომიკამ 2009 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. აგვისტოში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,6%-ით შემცირდა, პირველ კვარტალში კი ზრდამ 2,5% შეადგინა. კანადის ეკონომიკაზე გავლენა რამდენიმე თვის წინ მომხდარმა მასშტაბურმა ხანძარმაც იქონია, რამაც ქვეყანას 6 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენა.
ამერიკის ეკონომიკამ კი აგვისტოში დამატებით 151,000 სამუშაო ადგილი შექმნა. ქვეყნის დასაქმების სამსახურის მონაცემებით, ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4.9%-ია.
აგვისტოში ივლისთან შედარებით ამერიკაში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა, - შედარებისთვის ივლისში ქვეყანაში დამატებით 275 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
BBC წერს, რომ აგვისტოში ამერიკაში ეკონომიკური ტენდენციები პროგნოზირებულზე დაბალი იყო.