Home
Category
TV Live Menu

ნავთობის ფასი კვლავ მკვეთრად შემცირდა

57a03b80cf488
BM.GE
02.08.16 10:18
1242
ნავთობის ფასი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, 40 დოლარს ჩამოსცდა და ბარელზე 39.86 დოლარი შეადგინა. ორშაბათს მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასმა 4%-ით დაიკლო.

ივნისის დასწყისიდან, როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე 51 დოლარს შეადგენდა, ფასებმა თითქმის 20 პროცენტით იკლო. CNNMoney წერს, რომ 2014 წლის ივნისში ნავთობის ფასი ბარელზე 107 დოლარი იყო.

მცირდება ბუნებრივი აირის ფასიც, - ამერიკაში ერთი ბალონი გაზის ფასმა 2,66 დოლარიდან 2,13 დოლარამდე იკლო.

Subscribe to our news

Get the main news of the day