ნავთობის ფასი სამთვიან მინიმუმამდე დაეცა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 44.88 დოლარი შეადგინა, WTI-ის ფასი კი 43.21 დოლარი გახდა. ივნისის დასაწყისიდან ნავთობის ფასი 15%-ით შემცირდა.
Bloomberg წერს, რომ ნავთობის ფასზე გავლენას დოლარის გაძლიერება და იაპონიის სარეზერვო სისტემის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ახდენს, საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით.