წინა კვირაში ნავთობზე ფასის მომატების შემდებ პარასკევს BRENT-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 37 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი 0,36 დოლარით შემცირდა და ბარელზე WTI-ის ფასმა 37,74 დოლარი შეადგინა.
ნავთობის ფასზე გავლენა ირანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იქონია, - ირანი მზად არის სანქციების მოხსნიდან ერთ კვირაში წარმოება 500 000 ბარელით გაზარდოს.