Home
Category
TV Live Menu

ნავთობის ფასი შესაძლოა 35 დოლარამდე დაეცეს

5829ae1b0d4b3
BM.GE
14.11.16 16:27
1003
ნავთობის ფასი შესაძლოა 35 დოლარამდე დაეცეს, თუ ქვეყნები ფასის გასაყინ ნიშნულზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ - განაცხადა PIRA Energy Group-ის დირექტორმა გერი როსსმა. მისი შეფასებით, თუ ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმებას შეძლებენ, ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 60 დოლარზე გაჩერდეს, რაც 30%-ით მეტია წინა ნიშნულზე.

"ოპეკმა უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რათა ბაზარზე კვლავ დაბრუნდეს. ჩვენი შეფასებით, ისინი შეამცირებენ ნავთობმოპოვებას და 30 დეკემბერს შეთანხმება შედგება", - განაცხადა მან.

Subscribe to our news

Get the main news of the day