Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია. ნავთობის ფასი 0,5% გაიზარდა დაბარელზე 49,23 დოლარი შეადგინა.
WTI-ს ფასი 1%-ით გაიზარდა და ბარელის ღირებულება 48,19 დოლარი გახდა.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები მიმდინარე კვირაში ამერიკაში ნავთობის რეზერვუარების შემცირებას ელოდებიან.
ნავთობის ფასის პროგნოზს გადახედა Goldman Sachs-მაც. ბანკის პროგნოზის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი იქნება. შესაბამისად მან საკუთარი პროგნოზი ბარელზე 45 დოლარიდან 50 დოლარამდე გაზარდა.