2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც მსოფლიოში ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში 200 000-მდე სამუშაო ადგილი გაქრა, - კვლევას ორგანიზაცია Gray & Christmas აქვეყნებს.
სანავთობო სფერო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია და მასში დასაქმებული პირების ანაზღაურება ქვეყანაში საშუალო ხელფასს 80%-ზე მეტად აღემატება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამერიკის სხვადასხვა სფეროები, მაგალითად ჯანდაცვა ყოველწლიურად ზრდიან სამუშაო ადგილებს, ნავთობის სფერო კი პირიქით შემცირებას განიცდის.
სამუშაო ადგილები უმეტესად წლის დასაწყისში შემცირდა, როდესაც ნავთობის ფასი 13 წლიან მინიმუმამდე დაეცა და ბარელზე 30 დოლარს ჩამოსცდა.
გამოცემა CNNMoney წერს, რომ მიუხედავად ბოლო რამოდენიმე თვეში ნავთობის ფასის მატებისა, მიმდინარე კვირაში მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე მისი ფასი კვლავ არასტაბილურია, - პარასკევს ამერიკაში უმუშევრობასთან დაკავშირებით სტატისტიკა ქვეყნდება და მოსალოდნელია რომ ნავთობის სფეროში სამუშაო ადგილების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს.