ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 85,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,7 ათასი ტონა, რაც 62,6 ათასი ტონით ანუ 13,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 39,0 ათასიტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 46,0 ათასი ტონა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 26,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 31,6%), თურქმენეთიდან - 20,3 ათასი ტონა (23,9%), ბულგარეთიდან - 11,8 ათასი ტონა (13,9%), აზერბაიჯანიდან 11,7 ათასი ტონა (13,8%), რუსეთიდან - 9,7 ათასი ტონა (11,4%), საბერძნეთიდან - 4,4 ათასი ტონა (5,2%), უკრაინიდან - 0,2 ათასი ტონა (0,2%).
2017 წლის ივნისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 13,6 ათასი ტონასანავთობო ბიტუმი, რაც 4,6 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 94,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 40,1 ათასი ტონა, რაც 7,9 ათასი ტონით ანუ 19,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ივნისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,5 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ივნისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასიტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 32,4 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით ანუ 3,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ივნისში საქართველოში პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმაშეადგინა 2,2 ათასი ტონა, რაც 1,4 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 7,0 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 31,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.