Home
Category
TV Live Menu

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 32% ინტერნეტს არასდროს იყენებს

591564792ff83
BM.GE
12.05.17 11:28
921
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს ყოველდღიურად გამოკითხული მოსახლეობის 48% იყენებს. ყოველდღიურად ინტერნეტის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია და ის 66%-ს შეადგენს, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში კი 64%. სოფლად ინტერნეტს ყოველდღიურად გამოკითხული რესპოდენტების 32% იყენებს, ხოლო პატარა ქალაქებში კი 50%, რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, იქ ინტერნეტს ყოველდღიურად გამოკითხული რესპოდენტების 34% იყენებს.

კითხვაზე რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს, გამოკითხული რესპოდენტების 32%-მა უპასუხა, რომ არასდროს. აქედან, ინტერნეტს არასდროს იყენებს სოფლად მცხოვრები რესპოდენტების 43% და უმცირესობათა დასახლებების 35%. თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 22%-ია.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day