ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა გაუარესებულია, 17% კი ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
2016 წლის დასაწყისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასევე შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათ მდგომარეობა გაუარსედა.
2016 წლის განმავლობაში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სულ სამი საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარა: მარტში, ივნისსა და ნოემბერში.
NDI-ის ბოლო კვლევა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის შუალედში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 3,141 ადამიანი. კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოხდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1,8%-ია.