Home
Category
TV Live Menu

NDI-ის კვლევის მიხედვით, 18-35 წლამდე პირების 67% თავს დასაქმებულად არ თვლის

579869b38c94d
BM.GE
27.07.16 11:56
898
NDI-ის გამოკითხული მოსახლეობის 63% თავს დასაქმებულად არ თვლის. NDI-ის კვლევის მიხედვით, თავს დასაქმებულად გამოკითხულთა მხოლოდ 36% მიიჩნევს.
აქედან თავს დასაქმებულად თვლის გამოკითხული კაცების 45% და ქალების 29%, დაუსაქმებლად კი ქალების 71% და კაცების 55%.

იმ პირებს შორის ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის ასაკის მიხედვით გადანაწილება შემდეგია: 18-35 წლამდე პირების 67% თავს დასაქმებულად არ თვლის, ასევე დაუსაქმებლად თვლის თავს 35-55 წლის ასაკის მოსახლეობის 51% და 56 წელს გადაცილებული მოსახლეობის 75%.

თავს დასაქმებულად თვლის 18-35 წლის პირების 33%, 35-55 წლის ასაკის მოსახლეობის 49% და 56 წელს გადაცილებული მოსახლეობის 25%.

Subscribe to our news

Get the main news of the day