ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37% კი დასაქმებულად. აპრილის თვის კვლევაში წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავს დასაქმებულად მიჩნევენ. 2016 წლის ნოემბერ დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში მოსახლეობის 34% მიიჩნევდა თავს დასაქმებულად.
მათგან, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 37% უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 24% პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 13% დიასახლისია, 7 % უმუშევარია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 5% სტუნდენტია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოების 7 – 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა სულ 2493 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7 %.