Home
Category
TV Live Menu

NDI: მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი გზებია

579864a809e9c
BM.GE
27.07.16 11:36
955
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი გზებია.

კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც თვენ ქალაქს/სოფელს აწუხებს, გამოკითხულთა 23%-მა გაზმომარაგება დაასახელა, 19%-მა კი წყლითმომარაგება.

18%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაცვას უკავშირდება, 13%-სთვის კი საგზაო უსაფრთხოებას.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.

Subscribe to our news

Get the main news of the day