Home
Category
TV Live Menu

NDI: სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად რჩება

5a5da75e12429
BM.GE
16.01.18 11:16
648
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მხოლოდ შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 23%-ით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი არ შეცვლილა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

Subscribe to our news

Get the main news of the day