Home
Category
TV Live Menu

NDI: თბილისელებისთვის გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება

5a5dba7e4c3ab
BM.GE
16.01.18 12:38
723
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, თბილისელებისთვის გარემოს დაბინძურება კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

გამოკითხულთა 42% პასუხობს, რომ გარემოს დაბინძურება კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ქალაქს აწუხებს.

როგორც კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, თბილისში გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა 2015 წლის აგვისტოს კვლევაშიც. თუმცა, საგზაო მოძრაობის, პარკირების, პარკებისა და გამწვანების მაჩვენებლები გაზრდილია.

კვლევის მიხედვით, მეორე პრობლემურ საკითხად დასახელებულია საგზაო მოძრაობა, ამას მთავარ საკითხად გამოკითხულთა 34% ასახელებს.

თბილისელების 33% საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას ხედავს, პარკირებას -26%, ხოლო პარკებსა და გამწვანებას 24%.

Subscribe to our news

Get the main news of the day