ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად ისევ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე რჩება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეულში ასევე მოხვდა ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები.
როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, 2009 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული არ შეცვლილა.
გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 38%-ს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ინფლაცია, 30% ასახელებს მნიშვნელოვან სამუშაო ადგილად სიღარიბეს. ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა 27%-მა დაასახელა, პენსიები კი 24%-მა.
მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად რჩება ასევე სამედიცინო მომსახურენა, ხელფასები და რუსეთთან ურთერთობა, ასევე განათლება.
გამოკითხვაში თითოეულ მონაწილეს შეეძლო მაქსიმუმ სამი პასუხის მითითება.
NDI-ის კვლევა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის შუალედში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 3,141 ადამიანი. კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოხდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1,8%-ია.