Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ნეიროდიზაინი”- უმოკლესი გზა მომხმარებლის გონებამდე - მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი და თამარ ჭელიძე ქალების ნარატივში

BM.GE
05.03.21 13:29
362

 კომპანია „ვიზაინის“ დამფუძნებლები მარიამ კვარაცხელია-ზირაქიშვილი და თამარ ჭელიძე „ქალების ნარატივში“

 

მარიამ კვარაცხელია-ზირაქიშვილი:

 

-რას გულისხმობს ნეიროდიზაინი?

-იმას, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სინამდვილეში დიზაინს, რა გავლენას ახდენს ჩვენზე კონკრეტული ვიზუალური სტიმული და როგორ მოქმედებს ეს შემდეგ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მსხვილი კომპანიები ნეირომარკეტინგს ძალიან ფართოდ იყენებენ, თუმცა ჩვენ კიდევ ერთი პატარა ინოვაცია გვაქვს. ზოგადად ასეთი სტრუქტურაა, რომ დიზაინზე ცალკე მუშაობს სააგენტო, ქირაობს სამეცნიერო ლაბორატორიას რომ ესეთი მნიშვნელოვანი ინსაიტები მისცეს ადამიანის გონებაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ ჩვენ ეს ორი შევაერთეთ და შესაძლებელი იქნება, რომ ერთ სივრცეში მეცნიერები ხელოვანებთან ერთად ქმნიდნენ პროდუქტს. მე ყველაზე საინტერესო პროცესად ეს მიმაჩნია.

 

-ამ ეტაპზე, ვისთან თანამშრომლობთ?  

-იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა ხანია, რაც გავიხსენით, ჯერ არის მოსამზადებელი პროცესები. ინტერესი მაღალია. თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები როცა იდგმებოდა, გარკვეული წინაღობები იყო, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა განცდა - „ხელოვნება როგორ შეიძლება გავზომო“, „როგორ შეიძლება მეცნიერება, ასეთი სიზუსტე შემოვიდეს იქ, სადაც ფერები და ფორმებია“. მერე ჩვენ ვთქვით, რომდიზაინი და ხელოვნება ქაოტური არ უნდა იყოს და სისტემა, სტრუქტურა უნდა შემოიტანოს მეცნიერებამ. 

 

-როგორ უნდა დავინახოთ პროდუქტი მომხმარებლის თვალით?

-უნდა გავიკეთოთ სათვალე, ან დავამაგროთ სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს კომპიუტერზე და ჩავრთოთ ვიზუალური სტიმულები. ვიზუალური სტიმულების დაკვირვებისას, ვიყენებთ Neiro tracking-ს, ვიწერთ თავლის მოძრაობას, შემდეგ კეთდება თვალის მოძრაობის რუქა და გვეუბნება თუ სად წავიდა ჩვენი თვალი, რა დაინახა, რა წაიკითხა, რა ვერ წაიკითხა, რისგან დაიღალა მომხმარებელი და ა.შ

 

-საკუთარ თავს თუ გაუკეთეთ ეს ტესტი?

-მე მაინტერესებდა ზოგადად ჩემი რეაქციები როგორი იქნებოდა იმ ვებსაიტებზე, რომელიც ცნობიერად მომწონდა. რადგან, შეიძლება მგონია, რომ რაღაც მომწონს, მაგრამ ჩემს გონებას სულაც არ მოსწონდეს ის. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი არაცნობიერი. ზოგადად, კლასიკური მარკეტინგული კვლევები აქცენტს აკეთებს ჩვენს ცნობიერ გონებაზე, გვეკითხება თუ რას ვფიქრობთ, რა მოგვწონს, რას გავაკეთებთ, რას ვიყიდით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არის იმაზე, თუ რას ფიქრობს ჩვენი არაცნობიერი. 

 

-როდის შექმენით ეს კომპანია?

-2020 წელს, პანდემიის დროს. 

 

-ამ ტესტებს რამდენად ხშირად ატარებთ?

-ტესტის ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია ჩვენს მიზანზე. მაგალითად, რეკლამის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე იგეგმება სიხშირე. სიხშირეში იგულისხმება ის თუ რამდენჯერ შეიძლება გადამოწმდეს, რამდენ ფოკუს-ჯგუფზე შეიძლება ჩატარდეს ესა თუ ის კვლევა. ისე კი, სიხშირე დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე. 

 

-როგორია მომხმარებლის სურვილის ამოცნობის ტექნიკა?

-ყველა კომპანია აწვდის მარკეტინგული სტიმულების რაღაც რაოდენობას. ძალიან რთული სათქმელია კონკრეტულად რომელ სტიმულს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ გადაწყვეტილება მიაღებინოს. ჩვენ ვუყურებთ ერთობლიობას, თუ რამდენად ეფექტურია ესა თუ ის სტიმული. ეფექტურია მაშინ, როცა ადამიანი არ იღლება, ყურადღების კონცენტრაცია არის მძლავრი და ხშირი. მაგალითად, თუ ადამიანს უჩნდება სურვილი მიუბრუნდეს კონკრეტულ სტიმულს, გარკვეული სიამოვნება მიიღო ვიზუალური სტიმულებისგან. ასევე არის ავერსიული ნაწილი - იქ სადაც ადამიანი ცდილობს თავის არიდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ კომპანიას ვუთვლით რამდენი ავერსია და მიზიდვა აქვს. 

 

-თქვენი კომპანია იყენებს თანამედროვე ნეირო აპარატურას;ეს როგორ გეხმარებათ და რა ფუნქციები აქვს მას?

-დავაზუსტებ, რომ ჩემი მეორე კომპანიის, ლაბორატორიის მფლობელობაშია ეს აპარატურა, რომელიც გვეხმარება სწორი და ზუსტი ინსაიტების ამოღებაში მარკეტინგულ სტიმულებთან დაკავშირებით. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ნებისიერი კონტენტის გაანალიზება ამის საშუალებით. 

 

-გუნდის შეკვრის პროცესში რა სპეციფიკა გამოიკვეთა?

-ადამიანების ამოცნობა ჩემი მეორე პროფესიაა, ვარ ფსიქოლოგი. ამ მხრივ, პრობლემა არ ყოფილა. დიზაინერებიც განსხვავებული ხედვის გვყავს, რომელთან არ ეშინიათ ექსპერიმენტის ჩატარების და იმის, რომ გაიზომოს მათი შემოქმედება.   

 

 

თამარ ჭელიძე:  

 

-რა სერვისები გვხვდება „ვიზაინში“?

-ჩვენი სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს ციფრული პროდუქტების განვითარების მხარეს, ასევე გვხვდება მარკეტინგული მასალების დიზაინის მხარე, სადაც შედის ბრენდინგი და სხვადასხვა ვიზუალური მასალა. ციფრული პროდუქტების განვითარება არ მოიცავს მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფის დეველოფმენტი, ან ვებ და მობილური აპლიკაციის შექმნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერმინში ბევრი მარკეტინგული და ბიზნესპროცესი იგულისხმება, რომლებიც იდეას მიიყვანს განხორციელებამდე.  ამ მხრივ, სტრატეგიის ნაწილი ყველაზე მნიშნელოვანია. ეს ეხმარება სტარტაპების წარმატების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, თავად მომხმარებელს რა დავალება აქვს შესასრულებელი და ციფრული პროდუქტები მათ ამის შესრულებას უადვილებს. თუმცა აქ მეორე მხარეა, თუ რამდენად სწორად შევქმნით ციფრულ პროდუქტს. 

 

-ბაზრის ტენდენციების წინასწარ განსაზღვრის თავისებურებებზეც ვისაუბროთ...

-ზოგადად, კომპანიებისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებლების მოთხოვნილებებია. ამის იდენტიფიცირება სწორი დაგეგმვის საფუძველია. ერთია სწორი პროდუქტის განვითარება და მეორეა თუ რამდენად მოხმარებითს გავხდით ამ პროდუქტს. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება ძალიან სწორი პროდუქტი იმდენად ცუდად იყოს შეფუთული, რომ მომხმარებელმა სრულიად დაკარგოს ინტერესი იმ პროდუქტზე, რომელი მას დიდ პრობლემებს თუ გამოწვევებს მოუგვარებდა. 

 

-კომპანიები მოგმართავენ სტრატეგირებისთვის?

-კომპანიები, განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე, მოგვმართავენ ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით. ჩვენთან კარგად ესმით პროდუქტების და სერვისების გაციფრულების მხარე, განსაკუთრებით პანდემიის დროს გახდა ეს საკითხი აქტუალური. ამის საშუალებით, თუნდაც გეოგრაფიულ მდებარეობაზე ნაკლებად ხარ დამოკიდებული. ჯერჯერობით ნაკლებია მისი სტრატეგიის შემუშავების დატვირთვა ამ ეტაპისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენ თავად მივაწვდინოთ მომხმარებლებს ხმა და დავანახოთ ამის სარგებელი. ეს კამპანია დაწყებულია, ყველა სერვისზე გვაქვს კამპანია გაშვებული, განსაკუთრებულ ხაზს ვუსვამთ ნეირომიმართულებას, რომელიც ჩვენთან ყველა სერვისშია შესული. ამით უფრო ზუსტ ინსაიტს ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს, თუ რას აარიდონ თავი, ტა შეცდომები არ დაუშვან, შემდგომ გარედან ამას სტრატეგიით ვფუთავთ. 

 

-საკუთარი თავი თუ გამოსცადეთ neuro tracking-ის მოწყობილობით?

-დიახ, შედეგი იყო დაახლოებით ისეთი, როგორსაც ველოდი. 

 

-რა სჭირდება 21-ე საუკუნის მომხმარებელს?

-ჩემი აზრით, სიმარტივე, დაზოგილი დრო და ეფექტურად შესრულებული სხვადასხვა თასქები. 

 

-სამომავლოდ როგორ ხედავთ განვითარებას?

-აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზარზე არსებობენ მსგავსი ტიპის კომპანიები, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ფოკუსი არ იქნებოდა მხოლოდ საქართველოს ბაზარი. საზღვრებს გარეთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იქნება ფასი. 

 

-თქვენთვის გუნდური პრინციპით მუშაობას რა მოაქვს?

-გუნდურ პრინციპს მოაქვს ძალიან კარგი იდეები და შემგომ მათი სწორად განხორციელება. ჩვენ გუნდში ერთი ადამიანი რომ დაიწყებს აზრს, მეორე ასრულებს. მივხვდით, რომ brain storming-ის დროს გამოდის ყველაზე კარგი პროდუქტი.




სტუმრები: მარიამ კვარაცხელია - ზირაქაშვილი - კომპანია ვიზაინი; დამფუძნებელი
თამარ ჭელიძე - კომპანია ვიზაინი; დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day