Home
Category
TV Live Menu

"ნენსკრაჰესის" მილიარდიანი პროექტისთვის კომმპანიას მიწა ერთ დოლარად გადაეცა

58d6577fc0282
BM.GE
25.03.17 15:41
1571
სს "ნენსკრაჰესს" სვანეთში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 97,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა. სოფელ ჭუბერში მდებარე 6 მიწის ნაკვეთში, რომელიც ჯამში 975 214 კვ. მეტრია კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადაეცა, პირობით, ადგილზე ჰესი ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს.

ჰესის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდკვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა. აღსანიშნავია, რომ „ნენსკრაჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფელიც განთავსდება, რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი. ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმროსახლს, ასევე სასაწყობე/საოფისე შენობებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

gbc.ge

Subscribe to our news

Get the main news of the day