2016 წელს კომპანია Newstle-ს ინვესტიციამ რუსულ ეკონომიკაში 4.1 მილიარდი რუბლი შეადგინა.
"მოხარული ვარ, რომ "ნესტლე" სასმელებისა და კვების ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს", - აცხადებს "ნესტლეს" რეგიონული მმართველი რუსეთში. კომპანიის მენეჯმენტის თქმითვე, გაყიდვების კუთხით რუსეთის ბაზარი მთავარი მამოძრავებელია ევროპაში.
შეგახსენებთ, "ნესტლეს" რუსულ ბაზარზე ოპერირების განმავლობაში კომპანიის ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.9 მილიარდი დოლარით გაიზარდა.