Home
Category
TV Live Menu

Netflix-ის აქციების ფასი 12%-ით დაეცა

571653c6cf8a2
BM.GE
19.04.16 19:48
1165
მეორე კვარტალში ვიდეო სერვის Netflix-ის აქციები 12%-ით დაეცა. კომპანია ელოდება, რომ აშშ-ში დაახლოებით 500 000, ხოლო სხვა ქვეყნებში 2 მილიონამდე ახალი ხელმომწერი ეყოლება. ანალიტიკოსები უფრო ამბიციურ პროგნოზებს ელოდენენ: 586 000 ხელმომწერს შტატებში და 3,5 მილიონ ახალ მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში. ვიდეო სერვისის შემოსავალი პირველ კვარტალში 1,96 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდის 1,57 მილიარდიან შემოსავალთან შედარებით. ეს შედარებით მცირე მაჩვენებელია ანალიტიოსების პროგნოზებთან შედრებით, რომლებიც ელოდნენ რომ შემოსავალი 1,97 მილიარდი დოლარი იქნებოდა. ახალი აბონენტების რაოდენობამ 6,74 მილიონი შეადგინა. აქედან, 2,23 მილიონი აშშ-ში და 4,51 მილიონი სხვა ქვეყნებში. Netflix აბონენტების მოცულობამ ჯამში 81 მილიონს გადააჭარბა.

Subscribe to our news

Get the main news of the day