Home
Category
TV Live Menu

ნიდერლანდების პარლამენტი ევროზე უარის თქმის საკითხს განიხილავს

58b439cc2e3a0
BM.GE
27.02.17 18:37
1112
ნიდერლანდების პარლამენტი ევროზე უარის თქმის საკითხს, წინასაარჩევნოდ 15 მარტს განიხილავს, რამაც შესაძლოა მემარჯვენე პარტიის შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა, ქრისტიან-დემოკრატებმა სპეციალური ანგარიში მოითხოვეს იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა ქვეყანას ევროს შენარჩუნება, - წერს Independent.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელი იყო, რომ აღნიშნულ საკითხს არჩევნების შემდეგ განიხილავდნენ. პარლამენტმა მოთხოვნას ერთხმად დაუჭირა მხარი. კვლევის კონტროლს, რომელსაც უკვე ახალი პარლამენტი განიხილავს სახელმწიფი საბჭო განახორციელებს.


Subscribe to our news

Get the main news of the day