Home
Category
TV Live Menu

ნიკა გამყრელიძე: თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა ინდივიდუალური კლინიკის მენეჯმენტის პრეროგატივაა

588076d8a1a8b
BM.GE
19.01.17 12:17
1615
"თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა კლინიკის მენეჯმენტის პრეროგატივაა", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას "ევექსის" გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე. მისი თქმით, ხელფასების დაგვიანებით გაცემა ინდივიდუალური კლინიკის ხარვეზია.

"ვერცერთ ქვეყანას დამისახელებთ, სადაც საყოველთაო ჯანდაცვა დღე-დღეში იხდიდეს. ესაა კონკრეტულად გაწერილი პროცედურა", - აცხადებს გამყრელიძე და დასძენს, რომ მსგავსი პრობლემა უშუალოდ „ევექსის“ შემთხვავაშიარ დგას.

"მინისტრის განცხადება ჩვენს თავზე არ მიგვიღია, თუმცა როგორც ჩანს სისტემაში მსგავსი ხარვეზებია", - ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება პროგრამის შემდგომ დახვეწას, დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მიზნობრივ დაზღვევაზე გადასვლა.

"მოსახლეობას, რომელსაც შემოსავალი გარკვეულ ზღვარს მიღმა აქვს, შეუძლია დაეზღვიოს კერძო დაზღვევით. ის ფინანსურად დღეს საკმაოდ ხელმისაწვდომია საქართველოში. შედეგად, ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს უფრო მოწყვლად მოსახლეობას დამატებითი ბენეფიტების სახით, მაგალითად მედიკამენტების ფასის ანაზღაურების სახით“, - აცხადებს გამყრელიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day