Home
Category
TV Live Menu

ნიკა გილაური მსოფლიო ბანკის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის განხილვაში იღებს მონაწილეობას

58cee692249b7
BM.GE
20.03.17 10:00
965
ნიკა გილაური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მიწვევით, მანილაში ბანკის მენეჯმენტთან და მსოფლიოს 16 წამყვან ეკონომისტთან და ექსპერტთან ერთად, მსოფლიო ბანკის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის განხილვაში იღებს მონაწილეობას. როგორც გილაური საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, ის შეხვედრებზე კონკრეტული რეკომენდაციებით წარსდგება.

„შეხვედრაზე კონკრეტული რეკომენადაციებს წარვადგენ სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად კი კერძო და საფინანსო სექტორის განვითარება, სტრუქტურული და სექტროული რეფორმები, ენერგეტიკული სექტორის განვითარება და ა.შ.

გარდა ამისა, ხვალ ჩემი წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილია აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში. ბანკის მენეჯმენტთან და მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს განვიხილავთ“, - წერს გილაური.

Subscribe to our news

Get the main news of the day