"ვცდილობ, საქართველოში ინვესტიციები მოვიზიდო. მაქვს რამდენიმე პროექტი, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. ვცდილობ, მოვიზიდო ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკაში მშენებლობის მიმართულებით - ასე რომ, დიახ, მე მაქვს გეგმები აქ. ამასთან, ვდილობ ავამოქმედო პირველი ქართული სოციალური მედიის აპლიკაცია, რომელსაც Trulayla ჰქვია. ბევრ ქვეყანას აქვს განვითარებული ადგილობრივი აპლიკაციები, მაგრამ საქართველოს სოციალური მედია ჯერ არ გააჩნია, ამიტომ გადავწყვიტე, პირველი ვიყო",- აცხადებს ნიკა გილაური.
Trulayla-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორ IOS-ის, ასევე Android-ის სისტემისთვის. ის Tripadvisor-ის მსგავსია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ღონისძიებისა თუ დაწესებულების შესახებ გამოხმაურებები წაიკითხოს და მათი მეშვეობით გააკეთოს არჩევანი.
