ნიკა გილაურის წიგნი Business Book of the Year Award-ზე წარადგინეს.
„Palgrave Macmillan სამეცნიერო პუბლიკაციების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი გამომცემელია და მის მიერ ამ დაჯილდოებაზე ნომინაცია უკვე დიდი პატივი, წარმატება და თანამედროვე სამყაროს ეკონომიკური გამოწვევების გამკლავებაში საქართველოს წვლილის პირველი აღიარებაა.
რაც შეეხება თავად დაჯილდოებას - ის წელიწადში ერთხელ იმართება და ორგანიზებას Financial Times-ის და McKinsey & Co-ს წარმომადგენლების გუნდი უკეთებს. მათი მიზანია გამოვალინონ ნაშრომი, რომელმაც ახალი ან განსხვავებული წარმოდგენები შექმნა ბიზნეს და ეკონომიკურ საკითხებზე. ამ კომპანიების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უნდა გადაწყვიტოს ფინალურ ექვსეულში მოხვდება თუ არა ქართველი ავტორის წიგნი“, - აღნიშნავს ნიკა გილაური.