Home
Category
TV Live Menu

ნიკა გილაურმა საქართველოს 2004-2012 წლების რეფორმებზე წიგნი გამოსცა

589d6547cc5b6
BM.GE
10.02.17 11:00
1276
Reformatics-ის დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა წიგნი გამოსცა სახელწოდებით: პრაქტიკული ეკონომიკა: ეკონომიკური ტრანფორმაცია და საქართველოს მთავრობის რეფორმები 2004-2012 წლებში.

წიგნი დეტალურად აანალიზებს საქართველოში რეფორმების იმპლემენტაციის პროცესს. ნიკა გილაური საკუთარ წიგნში ხაზს უსვამს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საქართველოში გატარებული რეფორმები გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის.

წინგში გამოყოფილია კორუფციასთან ბრძოლის, მთავრობის ზომის სწორად განსაზღვრის, ბიზნესზე მორგებული გარემოსა და საგადასახადო კოდექსის საკითხები, ასევე სახელმწიფო პრივატიზაციის მნიშვნელობა, ჯანდაცვის და განათლების რეფორმების მნიშვნელობა.

წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

Subscribe to our news

Get the main news of the day