Home
Category
TV Live Menu

Nike 2018 წელს სპორტული ჰიჯაბების გამოშვებას გეგმავს

58cbc89f25e7f
სალომე ჭიპაშვილი
19.03.17 12:00
1129
Nike-მა 2018 წლისთვის მუსულმანური რელიგიის წარმომადგენელი ქალბატონებისათვის Pro Hijab-ის ბრენდის ქვეშ სპეციალრი სპორტული ჰიჯაბების შექმნა გადაწყვიტა.

სპორტული გიგანტის განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს სპორტსმენებს მუსულმანურ ქვეყნებში შეჯიბრებების დროს დაიცვან თავსაბურავის ტრადიცია. Nike-მა Pro Hijab-ზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსულმანი სპორტსმენები ორეგონის შტატში, Nike-ის სათაო ოფისს ესტუმრნენ, სადაც მათ კომპანიის წარმომადგენლებთან იმ სირთულეებზე დაიჩივლეს, რაც შეჯიბრებების დროს წარმოექმნებოდათ.

Nike-ის რელიგიური აქსესუარის ფოტოები სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა. Pro Hijab-ი თხელი, ჰაეროვანი მატერიითაა დამზადებული, რომელიც სპორტსმენს განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის.

Nike-ის სპორტული ჰიჯაბები მაღაზიებში მომავალ წელს გამოჩნდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day