ნიკო ფოროსმანის ნამუშევარს „შველი წყლის პირას“ სოთბის აუქციონზე 7 ივნისს გაიტანენ, მისი საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტი სტერლინგდან იწყება. როგორც ცნობილია, აუქციონზე ფისროსმანის ნამუშევარი, რუსულ სექციაშია შეტანილი. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ეს სოთბის სააუქციონო სახლის კლასიფიკაცია და სტრუქტურაა.
„სამწუხაროდ, ამ და სხვა შემთხვევაშიც ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ მხატვრის ქართველად მოხსენიება.
უწყება გეგმავს შესაბამისი წერილით მიმართოს ორგანიზატორებს და სთხოვოს ავტორისა და ტილოს წარმომავლობის ხაზგასმა“, - განმარტავენ სამინისტროში.