Home
Category
TV Live Menu

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა დროებითი იქნება

58257f9e4fc1f
BM.GE
11.11.16 12:17
1070
"სავალუტო ფონდი ყოვეთვის არის მხარდამჭერი გადასახადების გაზრდის იქ სადაც ხედავს დეფიციტს, რათა შემოსავლების ნაკლებობა შევასოს", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ICC საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განუცხადა. მჭედლიშვილი სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკოემნდაციას, რომელიც თამბაქოსა და ალკოჰოლზე გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს არ ეთანხმება.

"სავალუტო ფონდს ვეთანხმები რომ დეფიციტი გაიზრდება რადგან შემოსავლები დააკლდება ბიუჯეტს, ეს ყველასთვის თავიდანვე ნათელი იყო, მოგების გადასახადის ფონზე.
დეფიციტის გაზრდა იქნება დროებითი, ჩვენ ველოდებით რომ ბიზნეს აქტივობა გაიზრდება და შემოსავლებიც შესაბამისად გაიზრდება. გრძელვადიან პერსპექტივაში მოგების გადასახადს აქვს უდაოდ დადებითი ეფექტი. სავალუტო ფონდი ყოველთვის მომხრეა გადასახადების გაზრდის, განსაკუთრებით თამაბქოსა და ალკოჰოლზე, რადგან ამ შემთხვევაში მთავრობას რეფერენდუმის ჩატარება არ სჭირდება", - აცხადებს მჭდდლიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day