Home
Category
TV Live Menu

Nintendo მობილური ტელეფონებისთვის ახალ თამაშს Super Mario Run-ს გამოუშვებს

582c21baa3c9b
BM.GE
16.11.16 13:04
1201
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, იაპონური კომპანია Nintendo 15 დეკემბრისათვის მობილური ტელეფონებისთვის ახალ თამაშს Super Mario Run-ს გამოუშვებს. წინასწარი ინფორმაციით, აპლიკაციის ღირებულება 9.99 დოლარი იქნება და ის ხელმისაწვდომი იქნება iPhone და iPad-სთვის 151 ქვეყანაში და რეგიონში. რაც შეეხება Android-ის სისტემის მომხმარებლებს მათთვის თამაშის აპლიკაციის გამოყენება შედარებით გვიან გახდება ხელმისაწვდომი. iPhone და iPad-სთვის Super Mario Run-ის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა დაანონსა. Newzoo BV-ის წინასწარი პროგნოზით, 2016 წელს მობილური თამაშებიდან შემოსავალმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day