ავტომობილების მწარმობელი Nissan-ი Brexit –ის გამო ინვესტიციების შეფერხების და ბიზნესის დაზიანების რისკებზე საუბრობს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, გაურკვევლობა და გაზრდილი ტარიფები, რომელიც Brexit-ს მოჰყვება, დააზიანებს დიდ ბრიტანეთში მანქანების მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას.
აღმსარულებელი დირექტორი კარლოს გოსენი აცხადებს, რომ ფირმას სჭირდება კომპენსაცია იმ საგადასახადო ბარიერების გამო, რომელიც Brexit –ის შემდეგ ევროკავშირში მანქანების ექსპორტისას გაჩნდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიის ხელმძღვანელი მთავრობასთან მოლაპარაკებებს და გარკვეულ კომპენსაციას ითხოვს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მანქანების საწარმო „კონკურენტუნარიანობას დაკარგავს“, თუ Brexit-ის გამო ევროკავშირში მანქანების იმპორტზე კომპანიას 10%-იანი გადასახადის გადახდა მოუწევს.
სანდერლენდში მდებარე Nissan-ის საწარმო დიდი ბრიტანეთის მანქანების მესამედს აწარმოებს.