Home
Category
TV Live Menu

ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

5760f81f0b2c9
BM.GE
15.06.16 10:38
1037
ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Tastingwork-ის (აშშ) ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ივნისის თვეში ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას - "ივნისი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება.
 
ნიუ-იორკში გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციის პარალელურად გაიმართა სემინარი ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

"ნიუ-იორკში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხი შეიკრიბა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში", - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პიარ-კამპანიის ფარგლებში დეგუსტაციები 20 ივნისს ვაშინგტონში და 27 ივნისს სან-ფრანცისკოში გაიმართება.

Subscribe to our news

Get the main news of the day