2016 წლის 11 თვის განმავლობაში ნიუ-იორკი დაახლოებით 60 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა, ეს მაჩვენებელი რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ნიუ-იორკში ტურისტების რაოდენობა 1 800 000-ით გაიზარდა.
უკვე ზედიზედ 7 წელია, რაც მეგაპოლისის მნახველთა რაოდენობა ყოველწლიურად მილიონით იზრდება.
სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების დაახლოებით 80% ქვეყნის სხვა შტატების წარმომადგენლები არიან.
11 თვის მანძილზე უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდულია. პირველი ადგილი ბრიტანეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებს ერგოთ, მეორე ადგილი - ჩინეთს, რომელსაც კანადა და ბრაზილია მოყვა.