Home
Category
TV Live Menu

ნივთები, რომლებსაც ქართველი მომხმარებელი Amazon-ის და Ebay-ს მეშვეობით ყიდის

58203d7d288e3
სალომე მეცხვარიშვილი
07.11.16 12:36
1319
სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთები, ჩანთები, ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ხეში ნაკვეთი საბავშვო სათამაშოები და ჩურჩხელები - ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც ქართველი მომხმარებელი ონლაინ მაღაზიებში გასაყიდად ყველაზე ხშირად აგზავნის.

უკვე რამდენიმე თვეა ამ შესაძლებლობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს კომპანია Barami აძლევს.

როგორც კომპანიის ლოჯისტიკის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ქიმაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, კომპანიამ ამანათების გაგზავნა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში ივნისიდან დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ აქტიურად იყენებს ამ სერვისს და ზრდის დინამიკა ყოველთვიურად 15% -ია.

Subscribe to our news

Get the main news of the day