Home
Category
TV Live Menu

ნობელის პრემიის 107 ლაურეატი GMO პროდუქტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეწყვეტას ითხოვს

5774e2d476a8b
BM.GE
30.06.16 13:11
1097
ნობელის პრემიის 107 ლაურეატი გენმოდიფიცირებული პროდუქციის ოპოზიციონერებს კამპანიის შეწყვეტას სთხოვს. მათ Greenpeace-ს სპეციალური წერილით მიმართეს, სადაც გენეტიკური ტექნოლოგიით შექმნილი ბრინჯის დაბლოკვის შეწყვეტას სთხოვენ. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ პროდუქტს შეუძლია ვიტამინი A-ს დეფიციტი შეამციროს განვითარებად ქვეყნებში.
 
წერილის ინიციატორი ინგლისელი ნობელის პრემიის გამარჯვებულები არიან. ისინი მიმდინარე კვირაში საკითხზე პრესკონფერენციის ჩატარებასაც აპირებენ.

„ჩვენ მეცნიერები ვართ, ჩვენ გვესმის მეცნიერების ლოგიკა. ეს კამპანია მეცნიერების წინააღმდეგაა მიმართული. მათ მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღება სურთ“, - ვკითხულობთ წერილში.

Greenpeace საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ გამოდის. მეცნიერების წერილზე მათ პასუხი ჯერ არ გაუციათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day