Home
Category
TV Live Menu

ნოდარ ებანოიძე: 2015 წელს ეროვნულ ბანკს სერიოზული შეცდომა არ დაუშვია

5767b0beca7cb
თელარა გელანტია
20.06.16 12:58
1351
პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, "ეროვნული ბანკი ლარის კურსის რომელიმე ნიშნულამდე დაყვანას ან აყვანას ვერ უზრუნველყოფს".

ამის შესახებ ებანოიძემ "ბიზნესკონტაქტს" ეროვნული ბანკის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, რომლის გახილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ამ წუთებში მიმდინარეობს და ანგარიშს სებ-ის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირივილი წარადგენს.

ნოდარ ებანოიძის შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების მართვის კუთხით, 2015 წელს ეროვნულ ბანკს სწორი პოლიტიკა ჰქონდა.

"სებ-ის საქმიანობა გაწერილია კანონით. მისი უმთავრესი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც დაჭერილი იქნა. ამიტომ უარყოფითად რომ შეაფასო, უნდა გქონდეს საფუძველი. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ 2015 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა", - განაცხადა ებანოიძემ.


Subscribe to our news

Get the main news of the day