Home
Category
TV Live Menu

ნოდარ ჯავახიშვილი: არც ეს მომწონს, რომ ასე სწრაფად ხდება ლარის გამყარება

574c42cfa61ca
BM.GE
30.05.16 17:38
1122
ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებაში ობიექტური მიზეზები საკმაოდ ცოტა იყო, სუბიექტური კი ბევრი. აღნიშნულ სუბიექტურ მიზეზად ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ასახელებს.

"ყველაფერი, რაც ლარს ემართებოდა და რაც ეროვნულ ბანკში ხდებოდა იყო ბატონი ქადაგიძის "დამსახურება". საბედნიეროდ ამას ციფრებიც და დღეს ლარის პოზიციაც ადასტურებს. მე არ ვამბობ, რომ ერთადერთი ქადაგიძის პიროვნება იყო და ობიექტური არაფერი არსებობდა. თუმცა იმაში რაც ლარს დაემართა ობიექტური ძალიან ცოტა იყო და სუბიექტური ბევრი.

ლარი უნდა დაცემულიყო 2014 წელს, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ასატანი და ნაკლებად შესამჩნევი და არა კატასტროფული. ლარი უნდა მყარდებოდეს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ არც ეს მომწონს, რომ სწრაფად ხდება ლარის გამყარება", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day